როგორ ავარჩიოთ სასურველი ბინა დღიურად საქირავებლად?

best-apartmentროგორ ავარჩიოთ სასურველი ბინა დღიურად საქირავებლად? სერვისის მოთხოვნასთან ერთად იზრდება დღიურად გასაქირავებელი ბინების რაოდენობა, მაგრამ როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი ვარიანტი ? პირველ რიგში საფულეში ჩახედვა არ გაწყენდათ, იანგარიშეთ რა თანხის ფარგლებში გსურთ საცხოვრებლის ქირაობა და შემდეგ თამამად შეგიძლიად სხვა ეტაპზე გადახვიდეთ. ჩამოყალიბდით, რა მიზანს ემსახურება თქვენი სურვილი და შესაბამისად განსაზღვრეთ ქალაქის ხმაურიან ცენტრში გირჩევნიათ ფართი თუ შედარებით მშვიდ ადგილას ?! განსაზღვრეთ თუ რა ფართობის ბინა გსურთ, თუკი თქვენი მიზანი განმარტოება და მუშაობაა, იქნებ დიდი ბინის ქირაობაზე უმჯობესი პატარას ქირაობა იყოს ?! უმთავრესი,რაც უნდა გაითვალისწინოთ ფართის არჩევისას, არის უსაფრთხოება, კონფედენციალურობის დაცულობა და სისუფთავე. ასე და ამგვარად, შეაჯამეთ თქვენივე მოთხოვნები და ინტერესები და ამ კონკრეტულის გათვალისწინებით შეარჩიეთ ბინა დღიურად.