კომპანიის შესახებ
კომპანია აპარტ დეველოპმენტი დაარსდა 2019, თუმცა კომპანიის მენეჯმენტს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში.
პირველი პროექტი, რომელიც პანდემიის პერიოდში დავიწყეთ, უკვე დასრულებულია. მოთხოვნის გაზრდის შემდეგ კი შევიმუშავეთ ძველი თბილისის განახლების და განვითარების გეგმა და სწორედ ამ კონცეფციის ფარგლებში დავიწყეთ ბუხაიძის ქუჩაზე რამდენიმე, გამორჩეული, პრემიუმ კლასის პროექტის მშენებლობა.
მშენებლობას ვაწარმოებთ უმაღლესი სტანდარტების დაცვით რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამშენებლო ობიექტები გამოირჩევა კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით. კომპანიის თითოეული მიმდინარე თუ სამომავლო პროექტი გამოირჩევა დახვეწილი ექსტერიერით, ეფექტური შიდა დაგეგმარებითა და საუკეთესო ლოკაციით.
მისია
ვაწარმოოთ მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული, მათ სურვილებს და საჭიროებებს მორგებული, უმაღლესი ხარისხის მშენებლობა, ამასთანავე ხელი შევუწყოთ ძველი თბილისის ურბანულ განვითარებას და განახლებას.
ჩვენი ფასეულობებია:
- • ხარისხი, რომელიც იგრძნობა თითოეულ დეტალში
- • ნოვატორობა, რაც წარმატებული ბიზნესის საწინდარია
- • პასუხიმგებლობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია მოიპოვო მომხმარებელთა ნდობა