ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

რა გარანტია გვაქვს რომ მშენებლობა მითითებულ ვადებში დასრულდება?

ბინის შერჩევისა თუ შეძენისას მნიშვნელოვანია დაისვას სწორი და ლოგიკური კითხვები, რომელიც მომხმარებელს გარკვეულ საფრთხეს თავიდან ააცილებს და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება, ასევე, დეველოპერისგან მიღებული პასუხით გაარკვევს, თუ რამდენად სანდოა კომპანია, რომელთან თანამშრომლობასაც აპირებს.

პირველი, მნიშვნელოვანი საკითხი, იმისთვის რომ ბინის შეძენა თქვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, ასეთია - რა გარანტიები არსებობს, რომ კორპუსის მშენებლობა ნამდვილად დასრულდება მითითებულ ვადებში?

როდესაც ვიღებთ ბინის შეძენის გადაწყვეტილებას მშენებარე კორპუსში არსებობს გარკვეული რისკების ალბათობა. ლოგიკურია ჩნდება კითხვაც, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ მშენებლობა ნამდვილად განსაზღვრულ ვადებში დასრულდება და ბინა ჩაბარდება მფლობელს.

აუცილებელია მყიდველმა დააზუსტოს აქვს თუ არა მშენებლობას აღებული სახელმწიფოს ნებართვა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ კონსტრუქცია კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ სტანდარტებში ჯდება.

ალბათ არა ერთხელ გსმენიათ ე.წ "სამშენებლო პირამიდის" სქემის შესახებაც, რომლის საშუალებითაც კომპანიები ყიდიან პროექტებს, სადაც მშენებლობის პროცესი ჯერ არ არის დაწყებული. ამ სქემის მიხედვით ისინი მყიდველთა მიერ შემოსული თანხით გეგმავენ მშენებლობის წამოწყებას და დასრულებას. ლოგიკურია ისეთ სამშენებლო კომპანიაასთან მოლაპარაკება, რომელიც მსგავსი ტიპის სქემით მუშაობს უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მომხმარებლისთვის.

ასევე, აუცილებელია დეველოპერთან დავაზუსტოთ არის თუ არა მშენებლობა დაზღვეული. რისკების დაზღვევის შემთხვევაში სამშენებლო ობიექტი უშუალოდ მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდში დაცულია. სამშენებლო ობიექტი დაზღვეულია ყველა იმ რისკისგან რაც შესაძლოა მას მიადგეს მშენებლობის მსვლელობისას.

აპარტ დეველოპმენტის ახალი პროექტი OLD CITY PANORAMA ბანკის მიერ სრულად არის დაფინანსებული, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია არა მხოლოდ პოტენციურ მყიდველთან, არამედ ბანკთან არის პასუხისმგებელი რომ პროექტის მშენებლობა მითითებულ ვადებში დაასრულოს. აპარტ დეველოპმენტი ბანკთან ვალდებულია წარადგინოს შესრულებული სამუშაოები კვარტლურად, ხოლო თუ პროექტი მითითებულ ვადებში არ დასრულდება, ბანკისგან მშენებელს კონკრეტული ფულადი ჯარიმა დაეკისრება.

ბინის შერჩევისა თუ შეძენისას მნიშვნელოვანია დაისვას სწორი და ლოგიკური კითხვები, რომელიც მომხმარებელს გარკვეულ საფრთხეს თავიდან ააცილებს და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება, ასევე, დეველოპერისგან მიღებული პასუხით გაარკვევს, თუ რამდენად სანდოა კომპანია, რომელთან თანამშრომლობასაც აპირებს.

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.