ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

როგორ უნდა შეიძინოს ბინა საქართველოში, ემიგრაციაში მყოფმა პირმა?

ის, რაც ადრე შეუძლებელი გვეგონა, დღეს ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა - კომუნიკაციის მთავარი საშუალებები, რომლის გარეშე ცხოვრებაც დღეს ჩვენთვის წარმოუდგენელია - მობილური ტელეფონი თუ კომპიუტერი გვეხმარება დავამყაროთ დისტანციური კომუნიკაცია ადამიანებთან.

ბინის შეძენა, დისტანციურად, სულ რამდენიმე წლის წინ, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, თუმცა ეს ხდება, თანაც საკმაოდ ხშირად. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის კი მხოლოდ ერთი საკომუნიკაციო საშუალებაა საჭირო - ინტერნეტ კავშირი. დისტანციური სერვისები აქტუალური და ნაცნობი გახდა ყოველი ჩვენგანისთვის. ამიტომაც აპარტ დეველოპმენტი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული დეველოპერული კომპანია, ზრუნავს მობინადრეებსა თუ პოტენციურ მომხმარბელებზე და ცდილობს მიიღოს მათთვის საჭირო გადაწყვეტილებები.

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ემიგრანტებისთვის ბინის შეძენის პროცესის გამარტივებაა, რადგან ცხადია, მათ ამ გადაწყვეტილების მიღება დისტანციურად უწევთ, რაც საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, აპარტ დეველოპმენტმა შეიმუშავა სპეციალური დისტანციური სერვისები, რომლებიც ქვეყნის გარეთ მაცხოვრებლებისთვის ბინის შეძენასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს გაამარტივებს და შეამსუბუქებს.

შესაბამისად ქვეყნის გარეთ მაცხოვრებლებს ვაძლევთ საშუალებას, თვალი ადევნონ პირდაპირ ჩართვებს სამშენებლო მოედნიდან და აკონტროლონ მიმდინარე პროცესი, რითაც დარწმუნდებიან, რომ ნამდვილად აქტიურ რეჟიმში მიმდინაროებს პროექტის მშენებლობა.

ჩვენ დაგეხმარებით იურიდიული საკითხების მოგვარებაში დისტანციურად. გაგიწევთ ონლაინ კონსულტაციას თქვენთვის ხელსაყრელ დროს (დროში სხვაობის გათვალისწინებით).

ასევე გთავაზობთ დისტანციურ საბანკო სერვისებს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს.

აპარტ დეველოპმენტში ბინის შეძენა გონივრული ინვესტიციაა, რადგან გთავაზობთ გაქირავების სერვისსაც, რაც მოიცავს: კლეინტთან კომუნიკაციას, ტერიტორიის დასუფთავებას, ფინანსურ ანგარიშგებას, რუმ სერვისს და დაცვას 24/7.

დისტანციური სერვისები ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ამ შემთხვევაში, საჭიროა მინდობილი პირის არსებობა (საქართველოს მოქალაქე), რომელიც საბუთების გაფორმების პროცესში მიიღებს მონაწილეობას, როგორც იურიდიულ, ისე საბანკო ნაწილში.

გლობალიზაციის პროცესში, ცხოვრების ტემპი მნიშვნელოვნად აჩქარდა. როგორც ბიზნესს, ისე მოქალაქეებს გვმართებს ფეხი ავუწყოთ პროგრესს და მოვახერხოთ მასთან ადაპტირება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ბინის შეძენა დისტანციურად, თუ სხვადასხვა საკითხზე საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება ონლაინ რეჟიმში.



ავტორი: კესო კაციტაძე

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.