ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

როგორ დავთვალოთ, განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი, ანუ ROI?

თუკი ბინას კომერციული დანიშნულებით ყიდულობთ, ბუნებრივია, გაინტერესებთ თუ რა დროში შეძლებთ გაღებული ხარჯის დაბალანსებას და მოგებაზე გასვლას. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ფინანსისტი დაიქირაოთ, ან რთული მათემატიკური ანალიზი აწარმოოთ. ჩვენი ბლოგის საშუალებით, ვეცდებით დაგეხმაროთ და მარტივად აგიხსნათ ის, რაც მცირე ბიზნეს მოდელის დანახვის საშუალებას მოგცემთ და დაგარწმუნებთ, თუ რატომ უნდა იყიდოთ ბინა პროექტში Old City Panorama.

ROI – (უკუგება ინვესტიციიდან) მათემატიკური ფორმულაა, რომლის საშუალებითაც ინვესტორებს შეუძლიათ შეაფასონ საკუთარი ინვესტიცია. იშიფრება, როგორც RETURN ON INVESTMENT- განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი.

მას გამოიანგარიშებენ, რათა დაადგინონ, რა თანხას დაიბრუნებენ, კონკრეტული ინვესტიციის განხორციელების შედეგად. ROI ანგარიშდება შემდეგი მათემატიკური ფორმულით: ინვესტიციის მიმდინარე ღირებულებას გამოკლებული ხარჯი, შეფარდებული ხარჯთან.

ROI= ინვესტიციის ღირებულებას - ხარჯი/ხარჯი

ROI-ს ფორმულით დაანგარიშებული ციფრები ინვესტიციის მასშტაბების შესაბამისად იზრდება ან მცირდება. რაც უფრო მაღალია ROI,შესაბამისად მეტ მოგებას მიიღებთ კონკრეტული ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში.

● ინვესტიციის სარგებელი (ROI) არის პოპულარული მომგებიანობის მეტრი, რომელიც გამოიყენება ინვესტიციის შესრულების შესაფასებლად.
● ROI გამოხატულია პროცენტულად და გამოითვლება ინვესტიციის წმინდა მოგების (ან ზარალის) დაყოფით მისი საწყისი ღირებულების ან ხარჯების გაყოფით.
● ROI შეიძლება გამოიყენოთ შედარების და სხვადასხვა პროექტებში ან აქტივებში ინვესტიციების დასადგენად.

ბინის შეძენა აპარტ დეველოპმენტში, იმაზე მეტად მომგებიანია, ვიდრე სხვაგან, რადგან:
● პროექტი მდებარეობს ტურისტულად აქტიურ ზონაში, რის გამოც გაქირავების ფასი სტანდარტულზე მაღალია;
● პროექტი მოიცავს ისეთ დამატებით კომფორტს, როგორიცაა: აუზი, სპა, ფიტნესი, კაფე-რესტორნები და სხვა, რაც ღირებულებას კიდევ უფრო უმატებს მას და შესაბამისად, თითქმის უკონკურენტოა ამ მოცემულობით.

თუ თქვენ, რომელიმე თქვენს მიერ არჩეული ბინის შეფასება გაინტერესებთ, მოგვწერეთ და ჩვენი ფინანსური სამსახური ამაში სწრაფად და მარტივად დაგეხმარებათ.



ავტორი: კესო კაციტაძე

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.