ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

მასალები, რომლითაც OLD CITY PANORAMA შენდება

ძველი თბილისის გამორჩეული კომპლექსი - OLD CITY PANORAMA კომპანია აპარტ დეველოპმენტისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, აქედან გამომდინარე ჩვენთვის უპირატესია ხარისხის მუდმივი კონტროლი და მომხმარებელთა ინფორმირებულობა.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა სამშენებლო მასალით ვაშენებთ, რა კრიტერიუმებით ვარჩევთ მათ და რა არის პრიორიტეტული კომპანიისთვის ამ კუთხით. სწორედ ამიტომ მოვამზადეთ ბლოგი, საიდანაც უკეთ შეიტყობთ, დეტალურ ინფორმაციას, ოლდ სითი პანორამას და ზოგადად აპარტ დეველოპმენტის, ხარისხთან დამოკიდებულების შესახებ.

აპარტამენტები მწვანე კარკარსის კონდიციით ბარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ მხოლოდ კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარება დაგჭირდებათ.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის მნიშვნელოვანი და საბაზისო მასალები, რომლის მაღალი ხარისხიც მყარი შენობის საფუძველია:

ბეტონი და არმატურა - ეს ის ძირითადი საშენი საშუალებებია, რომლის გამოყენებაც მშენებლობის საწყისი ეტაპიდანვე აუცილებელია. ვინაიდან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარანტიები, აპარტ დეველოპმენტი იყენებს ექსპერტების მიერ, ლაბორატორიულად დამოწმებულ მაღალი ხარისხის ბეტონს.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, არის კომპანია, რომელიც გვაწვდის მაღალი ხარისხის, სერთიფიცრებულ არმატურას.

მდგრადობის, თბოიზოლაციისა და ხმაურის შეკავების თვალსაზრისით, ვიყენებთ ბეტონის და პემზის ბლოკებს, რომლითაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ლეგი“ გვამარაგებს.

იმისთვის, რომ გავამყაროთ ჩვენი მისია - განვაახლოთ ძველი თბილისი და თან შევუნარჩუნოთ არქიტექტურული იერსახე, გადავწყვიტეთ, მოსაპირკეთებელ მასალად გამოვიყენოთ ფასადის აგური.

ვინაიდან, აპარტამენტებს ვაბარებთ მწვანე კარკასის კონდიციაში, მომხმარებლებს ვახვედრებთ კერამოგრანიტით მოპირკეთებულ აივნებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მყარი და ამტანი მასალაა, დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, მასზე არ მოქმედებს მექანიკური დაბინძურება და აგრესიული ქიმიური საშუალებებით დამუშავებაც კი.

კარ-ფანჯარა ერთ-ერთი მნიშნველოვანი საკითხია, როდესაც საქმე ეხება ხმის იზოლაციას. მიუხედავად იმისა, რომ ოლდ სითი პანორამა მდებარეობს მშვიდ bუბანში, გვსურს მაცხოვრებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დაგახვედროთ მაღალი ხარისხის, ალუმინის კარ-ფანჯარა ორმაგი შუშით, რაც მოგცემთ გარანტიას, რომ ხმაური არასდროს შეგაწუხებთ.

პროფესიონალი დიზაინერების მიერ შექმნილი, დახვეწილი ინტერიერი და ექსტერიერი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ Old City Panorama სწორი არჩევანია.

შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასალის და მშენებლობის ხარისხი და პროფესიონალი გუნდი, რომელიც ქმნის ყველაფერს თქვენი კომფორტისთვის.

ნებისმიერ პროდუქტი, რომელსაც ვიყენებთ, არის შემოწმებული და სერთიფიცირებული. გვსურს, როგორც პროექტის ხარისხით, ასევე თანამშრომლობით მომხმარებელთა გრძელვადიანი კმაყოფილება შევინარჩუნოთ. მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაეცნოთ ჩვენს სამშენებლო მასალებს სერთიფიკატებთან ერთად : https://apart.ge/materials.html



ავტორი: კესო კაციტაძე

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.