ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

ფერთა ფსიქოლოგია ინტერიერის მოწყობისას

სრულყოფილება ნამდვილად რომ დეტალებშია, არაერთხელ დამტკიცდა სხვადასხვა მეცნიერისა თუ ხელოვანის მიერ. თუმცა საინტერესოა, რამდენად ვრცელდება ეს საყოველთაოდ აღიარებული ფრაზა იმ გარემოზე, რომელსაც საკუთარი ხელით ვქმნით. აღსანიშნავია, რომ ინტერიერში გამოყენებულ ფერთა გამას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს ადამიანის განწყობაზე, შემოქმედებით უნარებსა და კიდევ მრავალ სხვა ცხოვრებისეულ ასპექტზე.

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ ყოველთვის გავითვალისწინოთ საკუთარი სურვილები და ისე ავარჩიოთ ჩვენივე სახლის თუ ოფისის აღჭურვილობა, ვინაიდან იგი ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს სასურველი. იმისთვის, რომ ყველა დეტალი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდეს საჭიროა ფერების სწორად შერჩევაც.

თეთრი - თეთრის შედარებით ჭარბად გამოყენება ინტერიერის მოწყობისას საკმაოდ სწორ ნაბიჯად ითვლება, ვინაიდან იგი ყველა ფერის სინთეზს წარმოადგენს და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს იზიდავს. მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და სივრცეს სისუფთავის ელფერს სძენს.

ნაცრისფერი - ნაცრისფერი მიიჩნვა, რომ ნეიტრალური ფერია. მისი ღია ტონალობის გამოყენება სასურველია კედლების, ხოლო შედარებით მუქის - სხვა აქსესუარებისა და ავეჯის სახით ან პირიქით. აღსანიშნავია, რომ იგიფერების იმ ჩამონათვალში ხვდება,რომლებსააც რომელსაც თითქმის ყველა ტონი უხდება. სისუფთავის ელფერს სძენს.

წითელი - ვინაიდან წითელი დომინანტი და თვალში მოსახვედრია, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ იგი სურვილის შემთხვევაში მხოლოდ პატარა აქსესუარების სახით გამოვიყენოთ, რათა მან ვერ შეძლოს თვალების გადაღლა.

შავი - შავი ფერის რბილი ავეჯი არც თუ ისე იშვიათად გამოიყენება ოფისებსა თუ სახლის ბიბლიოთეკებში. მას აქვს მკაცრი იერსახე და იდეალურად ერწყმის საქმიან გარემოს.

ვარდისფერი - ხშირად ვარდისფერს ბავშვების ფერადაც მოიხსენიებენ. იგი კარგად ერგება სხვადასხვა ტონალობას, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს მწვანე. ვარდისფერი ადამიანს ეხმარება განტვირთვაში, მოდუნებასა და სიმშვიდის მოპოვებაში.

ლურჯი - ლურჯის სხვადასხვა ტონალობის გამოყენება ინტერიერში რეკომენდებულია, რადგან იგი ასოცირდება ჰარმონიულობასთან. ლურჯი ადამიანს ეხმარება სიმშვიდის მოპოვებასა და დაძინებაში, რის გამოც მის სხვადასხვა ტონალობას ხშირად იყენებენ საძინებლის მოწყობისას.

მწვანე - მწვანე ფერი ასოცირდება ბუნებასთან. მისი გამოყენება შესაძლებელია ოთახის დეკორატიული მცენარეების სახით. ყოველივე ამით კი არა მარტო თავისუფალი სივრცის შევსებას უზრუნველვყოფთ, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გარემოსაც შევქმნით.



ავტორი: მარიამ მთივლიშვილი

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.