ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

რა უნდა ვიცოდეთ ძველი თბილისის ურბანულ განვითარებაზე?

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარება ძალზედ საპასუხისმგებლო საკითხია, ვინაიდან იგი არა ერთ ისეთ მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს, როგორიცაა: მდიდარი ისტორია, მხატვრულ-ესთეტიკური ფასეულობები, წარმოდგენილი ძეგლების მრავალფეროვნება, ტურისტული რესურსი და მზარდი ეკონომიკური პოტენციალი. ყოველივე ეს კი გამოიხატება ქვის ნაგებობების სიჭარბეში, ნალესი პლასიკით გაფორმებულ ფასადებსა და ჭედური დეკორის ნაირგვარობაში.

ძველი თბილისის ურბანული განვითარება ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს მის პოპულარიზებას ტურისტული თვალსაზრისით, ვინაიდან კულტურის დაწესებულებების, ღირსშესანიშნაობების, სასტუმროებისა და კაფე-რესტორნების ქსელების გაფართოება მეტ სიცოცხლეს შესძენს ამ ისტორიულ ადგილს და ახალ სულს ჩაჰბერავს მას.

სწორედ იმიტომ, რომ ძველი თბილისს განსაკუთრებული პოტენციალი და რესურსი აქვს, აპარტ დეველოპმენტმა 2019 წელს ძველი თბილისური დასახლების, კერძოდ მიხეილ ბუხაიძის ქუჩის განახლების პროცესი დაიწყო, რაც გრძელ ვადაზე გაწერილი მასშტაბური გეგმის პირველი საფეხური იყო.

Old City Panorama სხვადასხვა ავარიული ტიპის სახლების ახლით ჩანაცვლებას, გამყარებას, ფასადების შეკეთებას და მობინადრეების საცხოვრებლით დაკმაყოფილებას მოიცავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ქალაქის არქიტექტურული სტრუქტურა, მოვახდინოთ მისი რეაბილიტაცია და შევძლოთ შევქმნათ ძველი სტილის დასახლების, ახალთან შერწყმის საუკეთესო პრეცენდენტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძველი თბილისი მდებარეობიდან გამომდინარე იძლევა საზოგადოებრივი სივრცეების, საქვეითო ზონების, გამწვანებული ტერიტორიების, წყლის ობიექტების ერთიან სარეკრეაციო სისტემაში მოქცევის შესაძლებლობას. თუმცა აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ ადგილები, სადაც ადამიანები თავიანთი ავტომობილების გაჩერებას შეძლებენ, ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ისინი ძველი ქალაქის გარემოს ზიანს არ უნდა აყენებდნენ.

რეკრეაციული ზონა, რომელიც Old City Panorama-ს ტერიტორიაზე გაშენდება, უზრუნველყოფს ჟანგბადის ხარისხს, ხოლო მიწისქვეშა საპარკინგე სივრცე დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მიზანს, კიდევ უფრო შევაყვაროთ ძველი თბილისი, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე უცხოელ ტურისტებს, ვახორციელებთ OLD CITY PANORAMA-ს საშუალებით.

ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც ქალაქის ნებისმიერ ტურისტულ პუნქტთან ახლოს მდებარეობს, მოიცავს ხელსაყრელ სერვისებს და გამოირჩევა, თბილისის პანორამული ხედებით.



ავტორი: მარიამ მთივლიშვილი

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.