ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფცია

რა შეიძლება იყოს ძველი თბილისის განვითარების მთავარი გასაღები? როგორი კონცეფცია შეიმუშავა, 11 მრავალდისციპლინურმა გუნდმა, ამ ინფორმაციის მოძიების მიზნით, აპარტ დეველოპმენტმა, გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია, სადაც თბილისის ისტორიული ნაწილის პოტენციალისა და განვითარების გეგმის შესახებ ვკითხულობთ ინფორმაციას.

ის , რომ თბილისის ისტორიულ-კულტურული, ასევე მხატვრულ-ესთეტიური მნიშვნელობა, როგორც ადგილობრივების, ასევე ტურისტებისთვის, შეუმჩნეველი არასდროს რჩება, ყველასთვის ნაცნობი ფაქტია. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, კულტურული დაწესებულებების, სანახაობების, სასტუმროებისა თუ კაფე-რესტორნების ქსელის სიმრავლე, რაც ძველ თბილისისს, ტურისტულად, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის მიხედვით, თბილისის ძლიერ მხარეებს წარმოადგენს: „ ძველი თბილისის რეაბილიტაციის მხარდაჭერა, უცხოური პრაქტიკის გაზიარება... ძეგლთა დაცვის ხელშეკრულებები, სანქციები კანონდარღვევისთვის და ა.შ.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ქალაქი, ტრანსპორტის გადაადგილება და მანქანების გასაჩერებელი ადგილების ნაკლებობაა. ნაშრომში "ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფცია" ვკითხულობთ, რომ ტრანსპორტის მოძრაობა ისტორიული თბილისის, ან ურბანული არეალის შიგნით უნდა შეიზღუდოს. მანქანების გასაჩერებელი ადგილები კი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ისინი არც გარემოს და არც ქალაქგეგმარების სტრუქტურას არ აყენებდეს ზიანს.

დისკომფორტი ამ კუთხით, Old City Panorama-ს მაცხოვრებლებს, ცხადია არ შეექმნებათ. ვინაიდან ჩვენი პროექტი მოიცავს მიწისქვეშა საპარკინგე ზონას. გარდა ამისა, ბუხაიძის ქუჩა, განსაკუთრებით კი ის არეალი, სადაც პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, არ არის ტრანსპორტით დატვირთული ზონა. შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების კოეფიციენტი დაბალია. ამ მოსაზრებას ამყარებს ზემოთ ნახსენებ დოკუმენტში მოყვანილი ურბანული კვლევის შედეგები.

ნაშრომის მიხედვით, ინტეგრირებული განვითარების მიდგომის შედეგად, 2020 წლის შემდეგ:
⦁ ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმი გაიზრდება დაახლოებით 3%-ით.
⦁ საშუალო ღამისთევა გაიზრდება, დაახლოებით 1.8 დღიდან, 2,5 დღემდე.
⦁ დანახარჯები საკვებზე, საცხოვრებელსა და ხელნაკეთობებზე კი 5%-ით.

შედეგად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ძველ თბილისში ინვესტირება, გონივრული გადაწყვეტილებაა, რომელიც განსაზღვრავს ფინანსურ კეთილდღეობას გრძელვადიან პერსპექტივაში. განსაკუთრებით კი Old City Panorama -ში, რადგან ნაშრომში მტკვრის გასწვრივ ტერიტორიის განვითარებაზეა საუბარი, რის შედეგადაც აღნიშნული ადგილი იქცევა ერთიან, რეკრეაციულ-საზოგადოებრივ სივრცედ, ბუხაიძის ქუჩაზე გამავალი პერსპექტიული წრიული ტურისტული მარშრუტის საშუალებით.



წყარო: ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფცია. თბილისი 2015.