ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

მნიშვნელოვანი დეტალები სახლის ჰარმონიული დიზაინის შესარჩევად

სახლი, ის ადგილია, სადაც, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყველაზე დიდ დროს ატარებენ, შესაბამისად, იგი უნდა ასოცირდებოდეს ჰარმონიასა და სიმყუდროვესთან. თუმცა, ამ მახასიათებლების შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება.

ხმის იზოლატორის დამონტაჟება.
დღის ბოლოს, როდესაც სახლში გადაღლილი ბრუნდებით, ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ, რაც მეტად რთულია იმ პირობებში, როდესაც თქვენ გვერდით მაცხოვრებლებისგან მუდმივი ხმაური გესმით. ამ, ერთი შეხედვით, არც თუ ისე მარტივი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია სახლში ხმის იზოლატორის დამონტაჟებით, რაც თავის მხრივ შეამცირებს ხმოვანი ბგერების სიმძლავრეს.

ინტერიერის ფერთა გამის სწორად შერჩევა.
ფერებს, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ თქვენს გარშემო არსებული გარემოს ჩამოყალიბების პროცესში. სპეციალისტები გვირჩევენ თბილი ფერების გამოყენებას, რათა მხედველობის საშუალებით, ადამიანებმა მიიღონ სიამოვნება და სტრესული დღის შემდეგ, შეძლონ განტვირთვა.

მეტი დეკორატიული მცენარე სახლში.
მცენარეები უზრუნველყოფენ ჰაერის სისუფთავესა და ჰარმონიული გარემოს შექმნას სახლში. მეცნიერებმა, არაერთხელ დაამტკიცეს ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებსაც ხშირად აქვთ შეხება მცენარეებთან, არიან უფრო მშვიდი ბუნების და კრეატიულები. ამდენად, მათ შეუძლიათ სტრესის მინიმუმამდე დაყვანა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ ის წარმოადგენს, რომ მწვანე ფერი დადებითი ენერგიით ავსებს ადამიანს.

ავეჯის სწორად შერჩევა.
ავეჯი არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახლის კომფორტულ გარემოდ ჩამოყალიბებას. შესაბამისად, მანამ, სანამ ავეჯის შეძენას გადავწყვეტთ, აუცილებელია დავფიქრდეთ სივრცის სწორად ათვისებაზე და კარგად განვსაზღვროთ ჩვენი სურვილები და შესაძლებლობები, რომლებიც სახლს გააჩნია. ვინაიდან, მათ გადაჭარბებულ ან თუნდაც ნაკლებ რაოდენობას ყველაფრის გაფუჭება შეუძლია.



ავტორი: მარიამ მთივლიშვილი