ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

რა მასალებით შენდება კორპუსი?

უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი არაფერია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. მაშინ, როდესაც ყიდულობთ ბინას, გასათვალისწინებელია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - მასალები, რომლითაც თქვენი ბინა შენდება.

გექნებოდათ უსაფრთხოების განცდა, თუ გეცოდინებოდათ, რომ თქვენი სახლი უხარისხო მასალით არის აშენებული?

არსებობს ერთი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი კითხვა ბინის შეძენისას - რა მასალებით შენდება კორპუსი?

სამშენებლო მასალებისა და მშენებლობის ხარისხის განსაზღვრა რთულია, როცა ამ საკითხში ჩახედული არ ხართ, თუმცა არსებობს რამდენიმე გზა, რომლის საშუალებითაც გაგიმარტივდებათ მასალების ხარისხის დადგენა.

აკმაყოფილებს თუ არა მშენებლობისას გამოყენებული პროდუქტები ISO სტანდარტებს?
მოითხოვეთ სამშენებლო მასალების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ბრენდის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა და ა.შ. დღეს ნებისმიერი პროდუქტის შესახებ მარტივია ინფორმაციის მოკვლევა ინტერნეტის საშუალებით და იმის დადგენა, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის მაღალი ხარისხის სტანდარტს,

რომელ ქვეყანაშია დამზადებული მასალა?
სამშენებლო მასალების წარმომავლობა კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი საკითხია. პირობითად, ჩინურ და გერმანულ ხარისხს შორის უდიდესი განსხვავებაა. შესაბამისად, ამ კითხვაზე მიღებული პასუხით თქვენ გარკვეული წარმოდგენა შეგექმნებათ პროდუქციის მდგრადობასა და სრულყოფილებაზე.

რამდენად ხანგრძლივია გარანტია?
იკითხეთ მასალის გარანტიის ვადები. რაც უფრო ხანგრძლივია გარანტია, შანსი იმისა, რომ მასალა უფრო ხარისხიანი იყოს, მეტია.

აპარტ დეველოპმენტი სრულად იღებს პასუხისმგებლობას მშებელობის პროცესში გამოყენებულ მასალებთან დაკავშირებით. ჩვენ ვირჩევთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს. ამასთანავე, ნებისმიერ მსურველს ვაძლევთ საშუალებას მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაცია აპარტ დეველოპმენტის კომპეტენტურ ჯგუფთან გაიაროს. (იქნება ეს დაკავშირებული მშენებლობის პროცესთან, მასალებთან, ნიადაგთან თუ სხვა)

დღეს სამშენებლო ობიექტის ხარისხის კონტროლი მხოლოდ დამკვეთის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ საკითხში თქვენ, როგორც მყიდველი, თავიდანვე გაერკვეთ და თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი უსიამოვნებები და რისკები.



ავტორი: კესო კაციტაძე

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.