ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

მოიცავს თუ არა პროექტი რეკრეაციულ ზონებს?

გარემო, სადაც ვცხოვრობთ, უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე. გამწვანება და რეკრეაციული ზონების არსებობა კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია.

ხშირია ფაქტი, როდესაც დეველოპერები მხოლოდ საცხოვრებელი ფართების გაშენებაზე არიან ორიენტირებული, ხოლო გამწვანება და რეკრეაციული ზონების მოწყობა მათთვის მეორეხარისხოვანია. თუ გსურთ, თქვენი საცხოვრებელი გარემო იყოს კეთილმოწყობილი და ჰარმონიული, აუცილებლად დასვით დეველოპერთან კითხვა - მოიცავს თუ არა სამშენებლო პროექტი რეკრეაციულ ზონებს?

მსოფლიო ურბანიზაციის პროცესში, მაშინ, როდესაც ქალაქები სავსეა მანქანებით, გამონაბოლქვით, მიმდინარე თუ ახალი მშენებლობებით, გაჩნდა მოთხოვნა, რომელიც ექსტერიერის გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობის აუცილებლობას გულისხმობს.

მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების შემცირების მთავარი მიზეზი ურბანიზაციაა. 1992 წლიდან მოყოლებული, ურბანული სივრცეები გაორმაგდა, გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 68% ქალაქში იცხოვრებს, რაც ეკოსისტემას კიდევ უფრო დატვირთავს.

საქართველოში გამწვანებული ტერიოტორიები შემაშფოთებლად მცირდება. ლოგიკურია, ეს ფაქტი ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობაზე აისახება. მეტი მწვანე სივრცე კი მშვიდი და ჯანსაღი სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გარანტია.

ადამიანი 9,5 ტონა ჰაერს სუნთქავს წელიწადში, მაგრამ აქედან ჟანგბადის წილი 23%-ია. ჩვენ ამოსუნთქვისას მესამედზე ოდნავ მეტ ჩასუნთქულ ჟანგბადს ვათავისუფლებთ. აქედან გამომდინარე, წელიწადში 740 კილოგრამი ჟანგბადი გვჭირდება, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, შვიდი ან რვა ხის ტოლფასია.

აპარტ დეველოპმენტი ზრუნავს მობინადრეების არა მხოლოდ ფიზიკურ კომფორტზე, არამედ მათთვის ქმნის ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს. ამიტომაც პროექტ Old City Panorama-ს ერთ-ერთი პრიორიტეტი რეკრეაციული ზონის გაშენებაა, რომელიც 1700 კვ.მ სივრცეზე იქნება განთავსებული. კომპლექსი მდებარეობს ნაკლებად ხალხმრავალ, მშვიდ უბანში და შესაბამისად, მცირეა გამონაბოლქვიც.

მსოფლიოში ეკო-მეგობრული ტენდენცია შეინიშნება, ჩვენც მისი შემადგენელი ნაწილი ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია ტემპს ფეხი ავუწყოთ და მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ეკოსისტემის გაუმჯობესებასა და უკეთესი მსოფლიოს შექმნაში.



ავტორი: კესო კაციტაძე

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.