ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

როგორია გადახდის პირობები?

ბინის შეძენა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს, დეველოპერები მომხმარებლებს სთავაზობენ როგორც ერთიან გადახდას, ასევე საბანკო მომსახურებას. ბანკები გასცემენ გრძელვადიან სესხებს, რაც ერთის მხრივ, ხელსაყრელია და გადაწყვეტილების მიღებას გვიადვილებს, თუმცა მეორეს მხრივ, დასაფიქრებელია, რა პირობით სჯობს სესხის აღება.

ხშირად, მომხმარებელს არ აქვს ბანკთან ურთიერთობის სურვილი და ალტერნატიულ გზებს ეძებს, რის გამოც, დეველოპერული კომპანიები უკვე თავად ცდილობენ გამარტივებული გადახდის პირობები შესთავაზონ დაინტერესებულ კლიენტს, მაგრამ აქაც, მნიშვნელოვანია, ზუსტად გაერკვეთ პროცედურაში.

დასვით კითხვები და გაიგეთ დეველოპერისგან - როგორია გადახდის პირობები?

საბანკო შეთავაზება - როგორც იცით, ბანკს მრავალი ტიპის საკრედიტო შეთავაზება აქვს, მაგრამ ბინის შეძენისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იპოთეკური სესხი შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთითა და ხანგრძლივი ვადით გაიცემა, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. იპოთეკური სესხის აღება,მარტივი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, რადგან გასათვალისწინებელია რისკები და გრძელ ვადაზე განსაზღვრული მოსალოდნელი საფრთხეები. ამიტომაც ხშირად მომხმარებელს ურჩევნია სხვა, მარტივ გზას მიმართოს.

შიდა განვადება - იმდენად, რამდენადაც საბანკო განვადება გრძელვადიან ვალდებულებას გულისხმობს, გაჩნდა მოთხოვნა, რომ სამშენებლო კომპანიებს თავად შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის შიდა განვადების სისტემა, რაც ბანკისგან განსხვავებით, მოკლევადიან პერიოდს და მომხმარებელზე მორგებულ გადახდის სისტემას გულისხმობს. მათ შორის, პირველადი შენატანის გადანაწილებას გარკვეულ ვადაზე და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი შეთავაზება მხოლოდ ფინანსურად ძლიერ დეველოპერებს შეუძლიათ.

სამშენებლო კომპანიების ვებ თუ ფეისბუქ გვერდებზე ხშირად ვხვდებით ისეთ სათაურებს, როგორებიცაა - “საუკეთესო გადახდის პირობები“, „მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები“, რაც მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ რეალურად უნდა გავითვალისწინოთ, რომ დეტალებში ჩაძიება, ფინანსური საფრთხეებისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალებაა.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბინის შეძენამდე უნდა გავითვალისწინოთ:

• შეაგროვეთ ინფორმაცია ოჯახის ყოველთვიური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ;
• განსაზღვრეთ ხელზე ასაღები შემოსავალი, რომელიც ხელფასიდან ყველა სახის გადასახადის (საშემოსავლო, თუ სხვა) დაკავების შემდეგ გრჩებათ;
• შეეცადეთ შეადგინოთ სრული ჩამონათვალი, თუ რამდენია თქვენი ყოველთვიური ხარჯი;
• განსაზღვრეთ თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებას იღებთ, რამდენად გაზრდის თქვენს ხარჯებს.

სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით არჩევს ბანკიც მოგცეთ თუ არა სესხი, რამდენად გადახდისუნარიანი ხართ თქვენი ყოველთვიური შემოსავლის და ხარჯების გათვალისწინებით.

ბანკისგან სესხზე თანხმობის მიღების შემდეგ, აუცილებლად ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების პირობებს, რადგან იქაც ხშირად, წვრილი ასოებით, ,,ჩამალულია’’ დამატებითი ვალდებულებები (ოვერდრაფტი და ა.შ.), რაზეც შეიძლება ვერბალურად ბანკის წარმომადგენელმა აქცენტი არ გააკთოს. თამამად დასვით კითხვა ყველა დეტალზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.

კომპანია აპარტ დეველოპმენტი გთავაზობთ როგორც შიდა, უპროცენტო, 18 თვიან განვადებას, ასევე გამარტივებულ პირობებს ბანკთან, სადაც ის თავდებში გიდგებათ და ბანკი, 20%-იანი პირველადი შენატანის შემდეგ, გიმტკიცებთ 20 წლიან იპოთეკურ სესხს.



ავტორი: კესო კაციტაძე

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.