ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

ინტერიერის დიზაინში დაშვებული შეცდომები

ინტერიერის დიზაინი და რემონტი ბინის შეძენის თანმხლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რემონტის დაწყებამდე კი არის უამრავი დეტალი, რომელიც წინასწარ უნდა განსაზღვროთ. სწორედ ამიტომ, ბლოგი ინტერიერის დიზაინში ხშირად დაშვებულ შეცდომებზე, დაგეხმარებათ ამ რთული და კომპლექსური საკითხის მოგვარებაში.

იმის გარდა, რომ ინტერიერის დიზაინში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მარტივი არ არის, ის გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. პროცესის წინასწარ დაგეგმვა კი რემონტის სწორად წარმართვის საუკეთესო საშალებაა, ამიტომ ჩვენ, სხვის შეცდომებზე სწავლას გთავაზობთ და წინასწარ გაწვდით ინფორმაციას ინტერიერის დიზაინში დაშვებული გავრცელებული შეცდომების შესახებ.

განათების არასწორი განაწილება

ხშირად განათებას რემონტის დროს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და პრიორიტეტულად სხვა საკითხები მიაჩნიათ ხოლმე. გაგიკვირდებათ და განათება ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მას შეუძლია ერთდროულად სივრცე როგორც ჰარმონიული, ისე ქაოტური გახადოს.

მისი სწორი განაწილებისთვის აუცილებელია ერთ სივრცეში, რამდენიმე ტიპის განათების განთავსება, მაგალითად: ნეიტრალური, ცივი და თბილი ნათებები. მათი ერთდროული ჩართვისას კი სინათლე უნდა ბალანსდებოდეს.

• პირველ რიგში იფიქრეთ ფანჯრების მდებარეობასა და ბუნებრივ სინათლეზე. გამოიყენეთ სარკეები, რომელიც ოთახში სივრცის და სინათლის ასოციაციას შექმნის;
• თუ დიზაინში გამოიყენებთ ტორშერს, სწორად განსაზღვრეთ მისი ადგილმდებარეობა, მოათავსეთ ოთახის შედარებით ბნელ ნაწილში;
• გაითვალისწინეთ, რომ დამატებით განათების განთავსება სამზარეულოში იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სამუშაო მაგიდაზე;
• საძინებელ ოთახში გამოიყენეთ ე.წ დეკორატიული სანათი, რომელიც ერთდროულად მყუდრო და რომანტიულ გარემოს შეგიქმნით;

ავეჯის კედელზე მიდგმა

ავეჯის კედლებზე მიდგმა სულაც არ არის ისეთი აუცილებელი, როგორც გგონიათ. ავეჯის განლაგებისთვის ოთახის ნებისმიერ წერტილის გამოყენება შეიძლება, ამ იდეის განხორციელებით კი თქვენი სახლი უფრო განსხვავებული და საინტერესო გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბინის ზომაზე, ღია სივრცეებზე და ა.შ. ჩვენ მაინც გირჩევთ, სცადოთ.

შეცდომა კედლის დეკორში

თქვენს სახლში აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ ერთი კედელი, სადაც თავს მისცემთ უფლებას კრეატიული ფანტაზია გადაიტანოთ. როდესაც საუბარია დეკორაციებზე, გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:

• ნახატი მოაქციეთ კედლის ცენტრში;
• ჩარჩოებს შორის დატოვეთ მინიმუმ 10სმ მანძილი;
• თუ რომელიმე დეკორატიული ნივთი მოთავსებული გაქვთ ავეჯზე (თარო, მაგიდა და სხვა) გაითვალისწინეთ, რომ უნდა დადგათ შემაღლებულ ადგილზე;
• ნებისმიერი დეკორატიული ნივთი თქვენს სახლში, უნდა აბალანსებდეს და კრავდეს ოთახის დიზაინს.

პატარა სივრცის არასწორად მოწყობა

თუ პატარა ოთახი გაქვთ და ფიქრობთ, რომ მისგან არაფერი გამოვა, ცდებით. პატარა ოთახის მოწყობისას ცდილობენ, ხელოვნური ჩარევებით სივრცე გაზარდონ, რისთვისაც იყენებენ სადა, ნათელ ფერებს და სარკეებს. რეალურად, თუ ოთახი არ არის ნათელი და არც ამის საშუალებას იძლევა, ნუ შეეცდებით მის ხელოვნურად შექმნას. მუქი დამჯდარი ფერები 10-დან 9 შემთხვევაში მყუდრო და მისაღებია პატარა ოთახებშიც კი.

ხოლო, თუ თქვენი პატარა ოთახი ნათელია, შეეცადეთ ხაზი გაუსვათ მას. მოათავსეთ ღია ფერის ავეჯი და ნატურალური მასალა, რაც დიდი სივრცის ილუზიას შექმნის.

შეუსაბამო ზომები

არსებობს ერთი ძალიან მარტივი და აუცილებელი წესი ინტერიერის დიზაინში - ყველაფერი კარგად გაზომეთ, რათა დასარწმუნდეთ, რომ ავეჯი თქვენი ოთახის ზომებს იდალურად ერგება. დაგვეთანხმებით, არასასიამოვნოა მომენტი, როდესაც ავეჯი ან ტექნიკა შოურუმში ძალიან მოგწონთ, მიიტანთ მას სახლში და გააცნობიერებთ, რომ ოთახისთვის შეუსაბამო ზომისაა.

ორიენტირება მხოლოდ ძვირადღირებულ ნივთებზე

ძვირადღირებული ნივთები ყველას გვიყვარს, მოგვწონს როცა აქსესუარები კლასიკური და მდიდრულია, მაგრამ ხანდახან ისინი იმის გამო „გველამაზება“, რომ მასში დიდი თანხა გადავიხადეთ. რეალურად კი არსებობს იმის რესურსი, რომ ბიუჯეტური პროდუქტითაც შევქმნათ გემოვნებიანი დიზაინი.

გადაანაწილეთ თანხა პრიორიტეტების მიხედვით. შესაძლოა სახლი ბიუჯეტური დეკორაციებით მოაწყოთ და გამოიყენოთ რამდენიმე ძვირფასი ნივთი, რაც მდიდრულ იერსაც შესძენს ინტერიერს და სისადავის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

ზედმეტი თეთრი ინტერიერში

თეთრი, ნათელი ფერები ყველასთვის მისაღებია. თუმცა, ხშირად ის ძალიან ცივი და უინტერსოა. თუ ეს პრობლემა თქვენს სახლსაც ემუქრება, გირჩევთ თეთრთან ერთად გამოიყენოთ უფრო თბილი, მოკრემისფერო ფერები ან თვითონ თეთრში შეიტანოთ თბილი აქცენტები.

მოარგეთ ინტერიერს სხვადასხვა დეკორატიული ნივთები, დაამატეთ ცოცხალი ყვავილები. ერთია, თეთრი ფერის გამოყენება, ხოლო მეორე, ამის სწორად გაკეთება.

აპარტ დეველოპმენტს მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი საინტერესო სიურპრიზი აქვს - ჩვენთან ბინის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლებს საჩუქრად გადავცემთ ინტერიერის დიზაინს, რომელზეც პარტნიორი კომპანია „აპარტ შოურუმი“ იმუშავებს. „აპარტ შოურუმი“ პროფესიონალი არქიტექტორ-დიზაინერების დახმარებით, საკუთარი გამოცდილებით და თქვენი გემოვნებით იდეალურ სინთეზს შექმნის. ასე რომ, თუ ამ საკითხზე აქამდე ბევრს ფიქრობდით, ამაში ჩვენი გუნდი უსასყიდლოდ დაგეხმარებათ.



ავტორი: კესო კაციტაძე

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.