ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

როგორ დავზოგოთ სივრცე ინტერიერში?

თუ თქვენი სახლი, ან რომელიმე კონკრეტული ოთახი პატარაა, უნდა გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსეობს და ეს გამოსავალი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მისაღებია.

ჩვენი რჩევები შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ყველა ფორმის ოთახის შემთხვევაში, რადგან მეთოდები, რომელსაც წაიკითხავთ, დაგეხმარებათ მათ ისე მოწყობაში, რომ ერთდროულად ლამაზი და ფუნქციონალური იყოს.

მულტიფუნქციური ავეჯი

როცა სივრცე მცირეა, უმჯობესია გამოიყენოთ მრავალფუნქციური ავეჯი, რომელიც ნებისმიერ ოთახში სივრცის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ავეჯს რამდენიმე დატვირთვა ექნება, მეტ სარგებელსაც მოგცემთ და სივრცის დაზოგვაშიც მაქსიმალურად დაგეხმარებათ. მულტუფუნქციური ავეჯი სხვადასხვა სახისაა, მაგალითად : თარო რომელიც შესაძლოა მაგიდად გადაკეთდეს. საწოლი, რომელშიც სათავსო ან უჯრებია. გასაშლელი სავარძელი ან მულტიფუნქციონალური კარადა, რომელშიც ჩაშენებულია მაგიდა, საწოლი თუ სხვა ავეჯი. ცხოვრების რიტმი სწრაფი და ქაოტურია დღეს. საკმაოდ ხშირად გვესმის, რომ მომხმარებელს ინტერიერის გამარტივება სურთ. ამიტომ მომავალში მულტიფუნქციურ ავეჯზე მოთხოვნა უფრო და უფრო გაიზრდება.

ბუნებრივი განათება

სახლის ნებისმიერ წერტილში ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი განათება, რაც ოთახს სივრცის და სიმყუდროვის ეფქტს აძლევს. ექსტერიერის ხედი ოთახში პერსპექტივის და სივრცის ილუზიას ქმნის. შეეცადეთ პატარა ოთახში იყოს მაქსიმალურად დიდი ფანჯარა, გამოიყენეთ ღია ფერის, ჭერიდან ბოლომდე დაშვებული ფარდები, რაც ოთახს მეტ მოცულობას შესძენს და უფრო კომფორტულს გახდის.

განათავსეთ სარკე ისეთ მუქ კედელზე, რომელზეც არ ხვდება ბუნებრივი სინათლე, ჩამოსაკიდი სარკე ირეკლავს სხივებს ფანჯრებიდან და ოთახს მეტად ნათელს ხდის.

მაქსიმალური სივრცე იატაკზე

შეეცადეთ არ დაფაროთ იატაკი, გამოიყენეთ მცირე ზომის ხალიჩები. ინტერიერში ხალიჩის გამოყენებით, ქმნით ოთახის სიდიდის ილუზიასაც. ეს მეთოდი სველი წერტილებისთვისაც გამოგადგებათ, ჩაშენებული უნიტაზები და კედლის კარადები ინტერიერის დიზაინში საკმაოდ ტრენდულია.

ვერტიკალური განლაგება

იმისთვის, რომ ოთახში სივრცე მაქსიმალურად გამოიყენოთ, ავეჯი, თაროები და მასზე დალაგებული ნივთები, შეძლებისდაგვარად განალაგეთ ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად. რაც დაგეხმარებათ, პატარა ოთახში, თავიდან აირიდოთ ქაოტურობა და გაგიმარტივდეთ გადაადგილება.

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ მინიმალიზმი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა არა მხოლოდ სივრცის დაზოგვისთვის, არამედ ინტერიერში ჰარმონიის შესაქმნელად და ქაოტურობის თავიდან ასარიდებლად.

რაც შეხება, ინტერიერიდ დიზაინთან დაკავშირებულ შეთავაზებას, აპარტ დეველოპმენტს მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი საინტერესო სიურპრიზი აქვს - ჩვენთან ბინის შეძენის შემთხვევაში, მობინადრეებს საჩუქრად გადავცემთ ინტერიერის დიზაინს, რომელზეც პარტნიორი კომპანია „აპარტ შოურუმი“ იმუშავებს.

„აპარტ შოურუმი“ პროფესიონალი არქიტექტორ-დიზაინერების დახმარებით, საკუთარი გამოცდილებით და თქვენი გემოვნებით იდეალურ სინთეზს შექმნის.

შეგახსენებთ, რომ Old City Panorama-ს გამორჩეულ პროექტში მცირე ზომის აპარტამენტები ყველაზე მოთხოვნადია. ფართები კი 39 კვ.მ-დან იწყება.

სანამ ბინის შეძენას გადაწყვეტთ, გაეცანით პარტნიორი კომპანიის “Apart Showroom”-ის მიერ მომზადებულ დიზაინს.



ავტორი: კესო კაციტაძე

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.