უძრავი ქონების ინვესტიცია ძველ თბილისში

თუ თქვენ ქონებას საინვესტიციო მიზნებისთვის ეძებთ, ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა საფასო კატეგორიის ბინებს, თქვენზე მორგებული პირობებით. პროექტის საშუალო, საინვესტიციო ამონაგებს, მიმდინარე მონაცემების გათვალისწინებით, აპარტ დეველოპმენტის ფინანსური ჯგუფი დაგითვლით.

კომპანია აპარტ დეველოპმენტი დაარსდა 2019, თუმცა კომპანიის მენეჯმენტს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში. პირველი პროექტი, რომელიც პანდემიის პერიოდში დავიწყეთ, უკვე დასრულებულია. მოთხოვნის გაზრდის შემდეგ კი შევიმუშავეთ ძველი თბილისის განახლების და განვითარების გეგმა და სწორედ ამ კონცეფციის ფარგლებში დავიწყეთ ბუხაიძის ქუჩაზე რამდენიმე, გამორჩეული, პრემიუმ კლასის პროექტის მშენებლობა. მშენებლობას ვაწარმოებთ უმაღლესი სტანდარტების დაცვით რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამშენებლო ობიექტები გამოირჩევა კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით. კომპანიის თითოეული მიმდინარე თუ სამომავლო პროექტი გამოირჩევა დახვეწილი ექსტერიერით, ეფექტური შიდა დაგეგმარებითა და საუკეთესო ლოკაციით.

სერვისები

სპა

აუზი

ფიტნესი

კაფე-რესტორანი

რუმ სერვისი

კონსიერჟი

დაცვა 24/7

დასუფთავება

აირჩიეთ თქვნი საინვესტიციო პროექტი

projects
projects
projects
projects
projects
projects

რა არის თქვენი მიზანი?

აპარტამენტი საცხოვრებლად

ქალაქში არსებული ეკოლოგიური სიტუაციისა თუ ქაოტური არქიტექტურული მდგომარეობის გათვალისწინებით, ძველი თბილისის უბნები, საცხოვრებლად, ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ უპირატესად. მშვიდი გარემო დადებითად აისახება ჩვენ ფიზიკურ თუ მენტალურ სიჯანსაღეზე. რეკრეაციული ზონებით გაჯერებული სივრცე კი უზრუნველყოფს ჟანგბადის ხარისხს. მიწისქვეშა საპარკინგე ზონები, წყვეტს პარკირების პრობლემას და კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მაცხოვრებლების ყოფას.

marketing
marketing

აპარტამენტი კომერციული გამოყენებისათვის

უძრავი ქონება, კაპიტალის გაზრდის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ხერხად მიიჩნევა. ჩვენი ძირითადი პროექტები, ტურისტულად აქტიურ ზონაში, კერძოდ კი ძველ თბილისში ლოკალიზდება. გამორჩეული ადგილმდებარეობა, მშვიდი გარემო და სასტუმროს ტიპის მომსახურება, დაგეხმარებათ უძრავი ქონების შემოსავლის წყაროდ აქციოთ. სარგებლის მიღება შესაძლებელია როგორც გაყიდვით, ისე გრძელვადიანი იჯარით.

გადახდის მეთოდი და დისტანციური სერვისები

კომპანიაში მოქმედებს სპეციალურად მომხმარებელზე მორგებული დისტანციური სერვისები, რომლებიც ქვეყნის გარეთ მაცხოვრებლებისთვის ბინის შეძენასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს გაამარტივებს და შეამსუბუქებს. ჩვენ დაგეხმარებით იურიდიული საკითხების დისტანციურად მოგვარებაში, გაგიწევთ ონლაინ კონსულტაციას თქვენთვის ხელსაყრელ დროს (დროში სხვაობის გათვალისწინებით). ჩვენი ფინანსური ჯგუფი კი წინასწარ დაგითვლით რა უკუგება შეიძლება მიიღოთ კონკრეტული აპარტამენტის შეძენით და გაქირავებით. კომპანიაში მოქმედებს როგორც შიდა, უპროცენტო განვადება, ასევე გრძელვადიანი იპოთეკური სესხი პარტნიორ ბანკთან, სესხის დამტკიცების გამარტივებული წესით. შიდა განვადების პირობაა: პირველადი შენატანი - 30%, გადახდის ვადა - 15-დან 20 თვემდე

დაგვიტოვეთ საკონტაკტო ინფორმაცია და ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ.

აპარტამენტის კატეგორია