სამშენებლო კომპანია Apart Development-მა თავისი უნიკალური პროექტით ახალი სული შთაბერა ძველ თბილისს ისე, რომ შეუნარჩუნა პირვანდელი იერსახე. აღსანიშნავია, რომ Old City Panorama გახლავთ ის მასშტაბური პროექტი, რომლის სახელიც ქვეყნის საზღვრებს გასცდა და აალაპარაკა უცხოური არქიტექტურული პრესაც. მის ექსტერიერში ორგანულადაა შერწყმული თანამედროვე და ძველი თბილისური არქიტექტურული დეტალები, რომელიც ჰარმონიულია მდებარეობასთან. ყოველივე ამას კი განსაკუთრებულობას ანიჭებს უმაღლესი ხარისხის სამუშაო მასალა, რომლის საგულდაგულო არჩევა ევროპაში ხორციელდება. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Apart Development-ის აღმასრულებელ დირექტორს, თათა დგებუაძეს..

გვესაუბრეთ თქვენ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.

კომპანია Apart Development-ის სახელით, 2019 წელს, პირველი პროექტი განვახორციელეთ ძველ თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე. მას შემდეგ, რამდენიმე მიმდინარე პროექტი წამოვიწყეთ ამავე უბანში და მინდა გითხრათ, რომ უკვე „ახალ ბუხაიძეს“ უწოდებენ ამ ტერიტორიას, იმდენად გაალამაზა და ორგანულად შეერწყა ჩვენი შენობები არსებულ გარემოს.

მთავარი ნიშა, რომელიც Old City Panorama-ს მშენებლობას გამოარჩევს…

ზოგადად, კომპანიის მთავარი ხედვა და მისია, ძველი თბილისის განახლება და ურბანული განვითარებაა, რომელიც სწორედ მისი არქიტექტურული სახის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას გულისხმობს.

Old City PANORAMA კი ის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელზეც უკვე არა მხოლოდ ქართული მედია, არამედ უცხოური გამოცემებიც წერენ, რადგან უნიკალურია როგორც მდებარეობით, ისე არქიტექტურითა და კონცეფციით. კომპლექსი წარმოდგენილი იქნება 3 მცირე ზომის კორპუსის სახით. ექსტერიერში ორგანულადაა შერწყმული თანამედროვე და ძველი თბილისური არქიტექტურის დეტალები. ასევე, პროექტი მოიცავს ყველა იმ კომფორტს, რომელიც შესაძლოა მცხოვრებელმა მოისურვოს: სპა, ფიტნესი, ღია და დახურული საცურაო აუზები, კაფე-რესტორნები, დაცვისა და დასუფთავების სერვისები, „რუმ სერვისი“, გაქირავების სერვისი და სხვა.

რა სახისა და ხარისხის მასალას გამოიყენებთ მშენებლობისას?

მშენებლობა გამორჩეულია იმითაც, რომ როგორც სამშენებლო, ისე სარემონტო სამუშაოებისთვის ვიყენებთ ძირითადად ევროპული წარმოების, მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებს, თუმცა ასევე გვეამაყება, რომ შენობის ფასადი მოპირკეთებული იქნება ქართული აგურით და ალუმინის კომპოზიტური პანელებით. ასევე, ვდგამთ არა მეტალპლასტმასის, არამედ მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრებს; შიდა კედლები გაილესება „როტმანდით“, სადარბაზოებში გათვალისწინებულია მარმარილოსა და გრანიტის ფილები, „ოტისის“ ბრენდის ლიფტი და ა.შ.

გვიამბეთ იმ უნიკალურ ხედებზე, რომელთა სიმდიდრითაც გამოირჩევა Old City Panorama.

ხედები მართლაც უნიკალურია. ჩვენი კომპლექსიდან პანორამულადაა გადაშლილი საოცარი სანახაობა ძველი თბილისიდან ლისის ტბის ჩათვლით: მთაწმინდა, ნარიყალა, სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ციხე და სხვა. ამაში ჩვენთან მოსული ნებისმიერი დაინტერესებული პირი დარწმუნდება. ამიტომაც გავაკეთეთ ობიექტზე ღია ფანჯარა, საიდანაც ჩვენს მობინადრეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ როგორც მშენებლობის პროცესს, ასევე დატკბნენ თავისი მომავალი საცხოვრებლის ხედით.

გაგვაცანით Old City Panorama-ს მდებარეობის უპირატესობა.

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, Old City Panorama-ს პროექტი ძველ თბილისში, ტურისტულად ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის კომერციული თვალსაზრისითაც;
სამების საკათედრო ტაძარი − 200 მეტრი
რიყის პარკი − 800 მეტრი
თავისუფლების მოედანი − 950 მეტრი
ახალი აღმაშენებელი − 1200 მეტრი
ნარიყალა − 1540 მეტრი
ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ძველ თბილისში ახალი მშენებლობის ნებართვის აღება თბილისის მერიისგან საკმაოდ რთული საკითხია, რადგან აკრძალულია მაღალსართულიანი კორპუსები, ასევე დემონტაჟისას გასათვალისწინებელია, რომ აქ მდებარე უმეტესი შენობა ისტორიული ძეგლია. შესაბამისად, ბევრ კომპანიას უბრალოდ არ უღირს შემცირებული მოგების გათვლით დაიწყოს მშენებლობა და ვერც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. ჩვენთვის კი ეს გარკვეული სოციალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, რომ ულამაზესი, თუმცა ავარიული შენობები გავამაგროთ, გავაშენოთ, დავაკმაყოფილოთ თბილისელი მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად შესაძლოა სხვა უბანში მშენებლობა უფრო ხელსაყრელი ყოფილიყო.

გვიამბეთ „აპარტ დეველოპმენტის“ სპეციალურ შეთავაზებასთან დაკავშირებით.

გაყიდვების მიმართულებით, მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი იმდენად გამორჩეული და თითით საჩვენებელია, რომ ფაქტობრივად ჩავხსენით ყველანაირი სარეკლამო/მარკეტინგული აქტივობები, რადგან დაინტერესებული მომხმარებლების ნაკადი არ წყდება. თან, ამ პროექტში შეზღუდული რაოდენობის ბინებია და სამწუხაროდ, ბევრის მოთხოვნას ვერც კი ვაკმაყოფილებთ. თუმცა მაინც გასათვალისწინებელია, რომ ფასები მშენებლობის პირველ ეტაპზე მეტად დაბალია, ვიდრე რამდენიმე თვის შემდეგ, როცა შენობის სრული კარკასი უკვე მზად იქნება. ასევე, გვაქვს გადახდის ხელსაყრელი პირობები, რაც გულისხმობს როგორც შიდა უპროცენტო განვადებას მოქნილი გრაფიკით, ასევე შუამდგომლობას პარტნიორ ბანკთან, რომელიც გამარტივებული წესით უმტკიცებს იპოთეკურ სესხს ჩვენს პროექტში ბინის შეძენის მსურველებს. ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი, მნიშვნელოვან საშეღავათო ტარიფს ვთავაზობთ ჩვენს მომავალ მობინადრეებს.

სამომავლო გეგმები.

ჩვენი კომპანია ჯერ სულ რაღაც 2 წლისაა და უკვე დიდი გეგმები და ჯანსაღი ამბიციები გვაქვს. სამომავლოდაც, ცხადია, ვაპირებთ აღებული გეზი და ტემპი არ დავკარგოთ, გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი ქართული არქიტექტურული შენობებით და გარკვეული წვლილი შევიტანოთ თბილისის ურბანულ განვითარებაში.
პარალელურად, გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი ბუხაიძის ქუჩაზე. ვგეგმავთ კიდევ ერთი, დიდი მასშტაბის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის გაშენებას ამავე რაიონში. ჩვენ გვინდა, ძველ თბილისს ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ და შევქმნათ მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისი.
„აპარტ დეველოპმენტი“ ძველ თბილისში ახალი ცხოვრების სტილს ამკვიდრებს.

სიახლეების ბმული

სიახლეები

ბოლო სიახლე

card

ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს - ინტერვიუ ბექა ხოფერიასთან.

2023 წლის 27 ივნისს

მეტი

card

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ახალი წევრი - "აპარტ დეველოპმენტი"

გარდა დეველოპმენტი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შეუერთდა შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებადი კომპანია.

2021 წლის 20 მაისი

მეტი

card

რა გეგმები აქვს “აპარტ დეველოპმენტს”?

40 ათასი კვადრატულის მშენებელმა კომპანია აპარტ დეველოპმენტმა ოფისი გახსნა.

2022 წლის 23 ივნისი

მეტი

card

ძველი ქალაქის პანორამა - ახალი სიცოცხლე ძველ თბილისში

თუ აქამდე არ იცოდით, ახლა შესანიშნავი დროა გაეცნოთ კომპანიას

12 თებერვალი 2021

მეტი

card

ჯანსაღი ამბიცია

300%–იანი ზრდა 2022–2023 წლებში – ბექა ხოფერიას „აპარტ დეველოპმენტის“ განვითარებისთვის კონკრეტული, გაზომვადი მიზანი აქვს დასახული.

2022 წლის 2 ნოემბერი

მეტი

card

ფესტივალი "კახეთის ჯაზი და ღვინო"

15-16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate), რიგით მეექვსე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“

2022 წლის 12 სექტემბერი

მეტი

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.