სახლი, ეს ის ადგილია, რომელსაც ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. პანდემიამ ჩვენი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა. სოციალურად აქტიური ცხოვრების შემდეგ ადამიანების უმრავლესობას მოგვიწია ჩვეული ცხოვრების წესის შეცვლა და სრულიად განსხვავებული რუტინით ცხოვრება, ამჟამად დიდი დროის სახლში გატარება გვწევს, აქედან გამომდინარე მსოფლიოს წამყვანი ინტერიერის დიზაინერები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე სამყაროში კომფორტი ახლა უფრო პრიორიტეტული და ტრენდული ხდება.

როგორია გემოვნებიანი დიზაინის და კომფორტის შერწყმა?

სასურველია გამოვყოთ სამუშაო კუთხე (ოფისის იმიტაცია) ანუ ეგრეთწოდებულ ZOOM friendly სივრცე.გამოიყენეთ წაბლის ხის დეტალები, თბილი ფერები, წიგნის თაროები, ნაკლებად მასიური ავეჯი და მეტი დაძველებული, ვინტაჟური ნივთები.

დეკორაციებთან დაკავშირებით, წამყვანი დიზაინერები ამბობენ, რომ:

კედლის დეკორატიული ნახატები უფრო აქტუალური და დომინანტური ხდება.ვინდაიდან, სახლში მეტი დროის გატარება გვიწევს, სასურველია კედლები უფრო საინტერესო გავხადოთ, შესაბამისად – დავტოვოთ ნაკლები ცარიელი სივრცე. ამისთვის დაგვჭირდება ნივთები, რომელიც სიცარიელეს შეავსებს და გარემოს უფრო საინტერესოს გახდის.დიზაინერების განმარტებით, 2021 წელი არტისტებს ეკუთვნის, ამიტომ აუცილებელია, მეტი დრო და ენერგია დავუთმოთ დეკორაციებს, რაც გარემოს უფრო ეფექტურ ვიზუალს მისცემს. მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ხის თბილი ტონები, დარიჩნის და ფორთოხლის ფერები, რომელიც ოთახს მეტად მიმზიდველს ხდის.

ძველის და ახალის სინთეზი კვლავ მოდაშია!

გადაადგილეთ ავეჯი ოთახებში, გამოამზეურეთ ნივთები, რომლებსაც ინახავდით და თქვენთვის რაიმე კონკრეტული ისტორია ან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.პანდემიამ გვასწავლა, რომ ადგილი, სადაც ვცხოვრობთ, უნდა იყოს პრაქტიკული და ფუნქციური, ამასთან ერთად ყველაფერი ჩვენს სურვილებზე მორგებული.ნაკლებად გამოვიყენოთ ბეჟი/ ნაცრისფერი და მეტი ვარდისფერი/ცისფერი ტონები.

ბლოგი

სხვა სტატიები

card

Old City Panorama საერთაშორისო ARCHFRAME AWARD-ის 2021 წლის გამარჯვებულია!

ArchFrame არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების პლატფორმა არქიტექტურის სფეროში.

მეტი

card

როგორ ავიღოთ საქართველოში ბინადრობის ნებართვა ბინის შეძენით

ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ბინას უცხოეთის მოქალაქეები ყიდულობენ.

მეტი

card

ინტერიერის დიზაინში დაშვებული შეცდომები

ინტერიერის დიზაინი და რემონტი ბინის შეძენის თანმხლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მეტი

card

ინტერიერში მცენარეების განთავსების უპირატესობები

ყველასთვის ცნობილია ფაქტი, რომ მცენარეების გამოყენება ინტერიერის დიზაინში, გარემოს უფრო ცოცხალ და ლამაზ იერს სძენს, თუმცა არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი,

მეტი

card

მასალები, რომლითაც OLD CITY PANORAMA შენდება

ძველი თბილისის გამორჩეული კომპლექსი ახალი კორპუსები - OLD CITY PANORAMA კომპანია აპარტ დეველოპმენტისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია

მეტი

card

მნიშვნელოვანი დეტალები სახლის ჰარმონიული დიზაინის შესარჩევად

სახლი, ის ადგილია, სადაც, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყველაზე დიდ დროს ატარებენ, შესაბამისად

მეტი

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.