უძრავი ქონება თბილისში. ბინის შეძენა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს, დეველოპერები მომხმარებლებს სთავაზობენ როგორც ერთიან გადახდას, ასევე საბანკო მომსახურებას. ბანკები გასცემენ გრძელვადიან სესხებს, რაც ერთის მხრივ, ხელსაყრელია და გადაწყვეტილების მიღებას გვიადვილებს, თუმცა მეორეს მხრივ, დასაფიქრებელია, რა პირობით სჯობს სესხის აღება.

ხშირად, მომხმარებელს არ აქვს ბანკთან ურთიერთობის სურვილი და ალტერნატიულ გზებს ეძებს, რის გამოც, დეველოპერული კომპანიები უკვე თავად ცდილობენ გამარტივებული გადახდის პირობები შესთავაზონ დაინტერესებულ კლიენტს, მაგრამ აქაც, მნიშვნელოვანია, ზუსტად გაერკვეთ პროცედურაში.

დასვით კითხვები და გაიგეთ დეველოპერისგან – როგორია გადახდის პირობები?

საბანკო შეთავაზება – როგორც იცით, ბანკს მრავალი ტიპის საკრედიტო შეთავაზება აქვს, მაგრამ ბინის შეძენისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იპოთეკური სესხი შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთითა და ხანგრძლივი ვადით გაიცემა, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. იპოთეკური სესხის აღება,მარტივი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, რადგან გასათვალისწინებელია რისკები და გრძელ ვადაზე განსაზღვრული მოსალოდნელი საფრთხეები. ამიტომაც ხშირად მომხმარებელს ურჩევნია სხვა, მარტივ გზას მიმართოს.

შიდა განვადება – იმდენად, რამდენადაც საბანკო განვადება გრძელვადიან ვალდებულებას გულისხმობს, გაჩნდა მოთხოვნა, რომ სამშენებლო კომპანიებს თავად შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის შიდა განვადების სისტემა, რაც ბანკისგან განსხვავებით, მოკლევადიან პერიოდს და მომხმარებელზე მორგებულ გადახდის სისტემას გულისხმობს. მათ შორის, პირველადი შენატანის გადანაწილებას გარკვეულ ვადაზე და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი შეთავაზება მხოლოდ ფინანსურად ძლიერ დეველოპერებს შეუძლიათ.

სამშენებლო კომპანიების ვებ თუ ფეისბუქ გვერდებზე ხშირად ვხვდებით ისეთ სათაურებს, როგორებიცაა – “საუკეთესო გადახდის პირობები“, „მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები“, რაც მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ რეალურად უნდა გავითვალისწინოთ, რომ დეტალებში ჩაძიება, ფინანსური საფრთხეებისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალებაა.

შეიძინეთ ბინა თბილისის ახალ კორპუსში. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბინის შეძენამდე უნდა გავითვალისწინოთ:

  • • შეაგროვეთ ინფორმაცია ოჯახის ყოველთვიური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ;
  • • განსაზღვრეთ ხელზე ასაღები შემოსავალი, რომელიც ხელფასიდან ყველა სახის გადასახადის (საშემოსავლო, თუ სხვა) დაკავების შემდეგ გრჩებათ;
  • • შეეცადეთ შეადგინოთ სრული ჩამონათვალი, თუ რამდენია თქვენი ყოველთვიური ხარჯი;
  • • განსაზღვრეთ თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებას იღებთ, რამდენად გაზრდის თქვენს ხარჯებს.

სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით არჩევს ბანკიც მოგცეთ თუ არა სესხი, რამდენად გადახდისუნარიანი ხართ თქვენი ყოველთვიური შემოსავლის და ხარჯების გათვალისწინებით.

ბანკისგან სესხზე თანხმობის მიღების შემდეგ, აუცილებლად ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების პირობებს, რადგან იქაც ხშირად, წვრილი ასოებით, ,,ჩამალულია’’ დამატებითი ვალდებულებები (ოვერდრაფტი და ა.შ.), რაზეც შეიძლება ვერბალურად ბანკის წარმომადგენელმა აქცენტი არ გააკთოს. თამამად დასვით კითხვა ყველა დეტალზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.კომპანია აპარტ დეველოპმენტი გთავაზობთ როგორც შიდა, უპროცენტო, 18 თვიან განვადებას, ასევე გამარტივებულ პირობებს ბანკთან, სადაც ის თავდებში გიდგებათ და ბანკი, 20%-იანი პირველადი შენატანის შემდეგ, გიმტკიცებთ 20 წლიან იპოთეკურ სესხს.

ბლოგი

სხვა სტატიები

card

Old City Panorama საერთაშორისო ARCHFRAME AWARD-ის 2021 წლის გამარჯვებულია!

ArchFrame არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების პლატფორმა არქიტექტურის სფეროში.

მეტი

card

როგორ ავიღოთ საქართველოში ბინადრობის ნებართვა ბინის შეძენით

ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ბინას უცხოეთის მოქალაქეები ყიდულობენ.

მეტი

card

ინტერიერის დიზაინში დაშვებული შეცდომები

ინტერიერის დიზაინი და რემონტი ბინის შეძენის თანმხლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მეტი

card

ინტერიერში მცენარეების განთავსების უპირატესობები

ყველასთვის ცნობილია ფაქტი, რომ მცენარეების გამოყენება ინტერიერის დიზაინში, გარემოს უფრო ცოცხალ და ლამაზ იერს სძენს, თუმცა არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი,

მეტი

card

სახლი, ეს ის ადგილია, რომელსაც ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ყველასთვის ცნობილია ფაქტი, რომ მცენარეების გამოყენება ინტერიერის დიზაინში, გარემოს უფრო ცოცხალ და ლამაზ იერს სძენს, თუმცა არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი,

მეტი

card

მასალები, რომლითაც OLD CITY PANORAMA შენდება

ძველი თბილისის გამორჩეული კომპლექსი ახალი კორპუსები - OLD CITY PANORAMA კომპანია აპარტ დეველოპმენტისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია

მეტი

იხილეთ ყველა
351
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.