საკუთარ თავთან ალბათ ერთხელ მაინც დაგისვამთ კითხვა – რაში ვიხდი თანხას ან რით არის კონკრეტული პროდუქტი კონკურენტუნარიანი და გამორჩეული ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტებისგან. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ეს კითხვა იმ ადამიანებსაც დაუსვათ, ვისგანაც პროდუქტის შეძენას აპირებთ.

გადაწყვეტილება – შეიძინოთ ბინა თბილისში, მარტივი არავისთვისაა. სწორედ ამიტომ, არსებობს კითხვები, რომელიც აუცილებლად უნდა დასვათ და რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ჩვენი მეორე ბლოგის თემაა – რაში ვიხდი თანხას?

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოვრების რიტმის დინამიურობაა, დროის დაზოგვა კი ყველაზე აქტუალური საკითხი. სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიები მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ: რემონტი, ავეჯი, მწვანე ან თეთრი კარკასი, სადარბაზოს და ეზოს დასუფთავება, რეკრიაციული ზონა, სტადიონები, სხვადასხვა გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის სამშენებლო კომპლექსის ტერიტორიებზე, დამატებით საჩუქრები, აქციები თუ სხვა…

რაც ნიშნავს იმას, რომ თანხა რომელსაც ბინის შეძენისას იხდით, მხოლოდ მატერიალურ სარგებელს არ გულისხმობს, სამშენებლო კომპანიების მიერ გაჟღერებული დამატებითი სერვისები თქვენთვის უპირატესობას უნდა წარმოადგენდეს და გეხმარებოდეთ გადაწყვეტილების მიღებაში. მათი მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები კი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაში შეგიწყობთ ხელს.

აპარტ დეველოპმენტს ახალი პროექტის OLD CITY PANORAMA მაცხოვრებლებისთვის ისეთი განსაკუთრებული პირობები აქვს, როგორიცაა:

  • ● სპა
  • ● აუზი
  • ● ფიტნესი
  • ● კაფე-რესტორანი
  • ● რუმ სერვისი
  • ● კონსიერჟი
  • ● 24 სთ-იანი დაცვა
  • ● დასუფთავება

გარდა ამ ყველაფრისა საჩუქრად:

  • ● 1 წლიანი ქონების დაზღვევა
  • ● ყავის აპარატი თქვენი სახლის მეტი კომფორტისთვის.

აპარტ დეველოპმენტთან თანამშრომლობისას დროის დაზოგვა იმითაც შესაძლებელია, რომ შეგიძლიათ ბინა სრული რემონტით მოითხოვოთ, კომპანია კი მას თქვენთან შეთანხმებული დიზაინით და უმაღლესი ხარისხის მასალებით შეასრულებს. ეს ყველაფერი არ არის – თუ კი შენაძენს კომერციულ დატვირთვას მისცემთ, ის თქვენთვის გონივრული ინვესტიციად იქცევა და ამაშიც შეგიძლიათ გქონდეთ დეველოპერის იმედი, რადგან აპარტ დეველოპმენტი გაქირავების სერვისს გთავაზობთ.

ბაზარზე არჩევანი დიდია, გადაწყვეტილება ყოველთვის თქვენზეა, თუმცა განა ყველა ცდილობს შეგიქმნათ ასეთი კომფორტი თქვენსავე საცხოვრებელ სივრცეში? თამამად დასვით კითხვა, რაში ვიხდი თანხას? ჩვენ კი გპასუხობთ – თქვენ მიერ გადახდილი თანხა სწორი, მომავლის ინვესტიციაა, რადგან იცხოვრებთ გარემოში, სადაც ყველაფერი სწორედ თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებზე იქნება მორგებული.

ბლოგი

სხვა სტატიები

card

Old City Panorama საერთაშორისო ARCHFRAME AWARD-ის 2021 წლის გამარჯვებულია!

ArchFrame არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების პლატფორმა არქიტექტურის სფეროში.

მეტი

card

როგორ ავიღოთ საქართველოში ბინადრობის ნებართვა ბინის შეძენით

ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ბინას უცხოეთის მოქალაქეები ყიდულობენ.

მეტი

card

ინტერიერის დიზაინში დაშვებული შეცდომები

ინტერიერის დიზაინი და რემონტი ბინის შეძენის თანმხლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მეტი

card

ინტერიერში მცენარეების განთავსების უპირატესობები

ყველასთვის ცნობილია ფაქტი, რომ მცენარეების გამოყენება ინტერიერის დიზაინში, გარემოს უფრო ცოცხალ და ლამაზ იერს სძენს, თუმცა არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი,

მეტი

card

სახლი, ეს ის ადგილია, რომელსაც ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ყველასთვის ცნობილია ფაქტი, რომ მცენარეების გამოყენება ინტერიერის დიზაინში, გარემოს უფრო ცოცხალ და ლამაზ იერს სძენს, თუმცა არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი,

მეტი

card

მასალები, რომლითაც OLD CITY PANORAMA შენდება

ძველი თბილისის გამორჩეული კომპლექსი ახალი კორპუსები - OLD CITY PANORAMA კომპანია აპარტ დეველოპმენტისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია

მეტი

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.