+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

რას წერს ბრიტანული არქიტეექტურული გამოცემა თბილისში ახალი მშენებლობის შესახებ

ახალი პროექტი Old City Panorama ძველ თბილისში, ბრიტანული მედიის “e-architecht” ინტერესის ობიექტი გახდა. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ აპარტ დეველოპმენტის პროექტი თბილისის ისტორიულ ნაწილში აშენდება და ის იდეალურად ერგება ქალაქის როგორც არქიტექტურულ სტილს ისე ლადნშაფტს, რაც ხშირ შემთხვევაში გამორჩეულ და უნიკალურ არქიტექტურულ მიდგომას მოითხოვს. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება საცურაო აუზი, სპა, კაფე ბარი ფიტნეს ცენტრიდა გამწვანება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწევს პოპულარიზაციას. აპარტ დეველოპმენტი თბილისური ცხოვრების თანამედროვე წესს დანერგავს და პროექტი ძველ უბანს ახალ სიცოცხლეს შემატებს.

e-architecht-ის სტატიაში წერენ, რომ სამი დამოუკიდებელი საცხოვრებელი შენობა ერთმანეთთან ხიდებით იქნება დაკავშირებული, რაც მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაციების და გადაადგილების სიმარტივეს განაპირობებს. კომპლექსი Old City Panorama სულ 8 სართულს მოიცავს მათგან 4 სართული კი Townhouse-ის ტიპის საცხოვრებელია ინდივიდუალური ეზო-ტერასით.

„ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში, სურვილის არსებობის შემთხვევაში სრული რემონტით,რომელსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია „აპარტ შოურუმი“ უზრუნველყოფს. კომპანია მომხმარებლებს ბინის გაქირავების სერვისსაც სთავაზობს, რაც ნიშნავს იმას, რომ აპარტამენტის მფლობელს ეძლევა საშუალება უძრავი ქონება ძალისხმევის გარეშე შემოსავლის წყაროდ აქციოს.“ - აღნიშნავს აპარტ დეველოპმენტის დამფუძნებელი ბექა ხოფერია.

პროექტთან ძალიან ახლოს მდებარეობს მრავალი ღირსშესანიშნაობა: ისტორიული მეტეხის ციხე და ტაძარი, ნარიყალა და რიყე. ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი სამების საკათედრო ტაძარი კი სულ რაღაც 250 მეტრის რადიუსზე მდებარეობს. გარდა ამისა არის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ახლოს და მდებარეობს მშვიდ უბანში.

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.