+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

„კომპანია, რომელიც 2020 წლის გამოწვევებს არ შეუშინდა“ - Georgia Today, Old City Panorama-ს შესახებ წერს

Old City Panorama - ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

თუ აქამდე არ იცოდით, ახლა საუკეთესო დროა გაიცნოთ კომპანია, რომელიც 2020 წლის გამოწვევებს არ შეუშინდა. „აპარტ დეველოპმენტი“ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა, ადგილი მარტივად დაიმკვირდა და 2020 წლიდან ბუხაიძის ქუჩაზე ახალი პროექტის მშენებლობაც დაიწყო. პროექტი,რომელიც ძველ თბილისს ახალ სიცოცხლეს შესძენს იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მალევე მიიპყრო ბრიტანული გამოცემის ყურადღებაც.

აღნიშნული კომპანიის მიერ შექმნილი აპარტამენტები დახვეწილი ექსტერიერითა და შიდა დაგეგმარებით გამოირჩევა. იგი მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს ახალი შეთავაზებებით. OK! პირადად გაესაუბრა „აპარტ დეველოპმენტის“ დამფუძნებელს ბექა ხოფერიას პროექტ Old City Panorama-ს შესახებ.

გვიამბეთ იმ გზის შესახებ, რომელიც „აპარტ დეველოპმენტის“ დაარსებამდე განვლეთ.

17 წლამდე აქტიურად ვთამაშობდი ფეხბურთს. სამწუხაროდ მიღებული ტრავმის გამო მომიწია მისთვის თავის დანებება. ამის შემდეგ დავინტერესდი ფოტოგრაფიით, უფრო ზუსტად კი რეპორტიორობით. შესაბამისად, მოყვარულის დონეზე მძაფრ სიტუაციებში ვიღებდი ფოტოებს. ამ გატაცებიდან გამომდინარე, ჩავაბარე კინო რეჟისურის ფაკულტეტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ 2011-2012 წლებში აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. 2013 წელს კი მეგობრებთან ერთად დავაფუძნე საქველმოქმედო ფონდი. 2014 წელს გავხდი საზოგადოება „თბილისელი“-ს გამგეობის წევრი. 2016 წელს კი ვიყავი სამშენებლო და დეველოპერული კომანია „გრინლაიფი“-ს დირექტორი, რისი მეშვეობითაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპი დადგა, რადგან კომპანიის მართვის მენეჯმენტსა და ზოგადად სამშენებლო სფეროში ჩემი თავი ვიპოვე. ამ კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა გოდერძი ოსიპოვმა შემძინა ცოდნა და უდიდესი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.


გვესაუბრეთ კომპანია „აპარტ დეველოპმენტის“ შესახებ.

2019 წელს მე და ჩემმა მეგობარმა ჯაბა იოსელიანმა დავაფუძნეთ დეველოპერული კომპანია „აპარტ დეველოპმენტი“. 2020 წელს კი დავაარსე სამშენებლო კომპანია „აპარტ ქონსთრაქშენი“. ამავე წელს „შოურუმ ჯორჯიასა“ და „აპარტ გრუპის“ გაერთიანებით ჩამოვაყალიბეთ

სარემონტო და დიზაინერული კომპანია „აპარტ შოურუმი“. ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი ბუხაიძის ქუჩაზე, იდეალურად ერგება ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილს თავისი ულამაზესი ხედებით. გარდა ამისა, აღნიშნული აპარტამენტები სრულად აკმაყოფილებს მაცხოვრებლების მოთხოვნებსა და სურვილებს.

მოგვიყევით თქვენი ახალი პროექტის Old City Panorama-ს შესახებ.

იქიდან გამომდინარე, რომ წინა პროექტის ფარგლებში აშენებული აპარტამენტები სწრაფად გაიყიდა, მალევე დავიწყეთ მუშაობა Old City Panorama - ზე. ის ბუხაიძის ქუჩაზე, თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ჩვენი მიზანია ქალაქის დაგეგმარებას იდეალურად ერწყმოდეს პროექტის ექსტერიერი. სწორედ ამიტომ Old City Panorama - ს პროექტი 3 შენობას მოიცავს. კომპლექსი 8 სართულიანი იქნება. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასთან ახლოს მდებარეობს მრავალი ღირსშესანიშნაობა: ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი სამების საკათედრო ტაძარი - სულ რაღაც 250 მეტრის რადიუსზე, აქვეა ისტორიული მეტეხის ციხე და ტაძარი, ნარიყალა და რიყე. „აპარტ დეველოპმენტის“ ერთ-ერთი უპირატესობა ძველი თბილისის საოცარი ხედები და გამწვანებაა.

პირველ სართულზე მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილია ე.წ. Townhouse ტიპის საცხოვრებლები ინდივიდუალური ეზოთი. ტერიტორია მოიცავს აუზს, სპას, ტრენაჟორებსა და კაფე - ბარს. ბინები ბარდება როგორც მწვანე კარკასის მდგომარეობაში, ისე სრული რემონტით. „აპარტ დეველოპმენტში“ ბინის შეძენა გონივრული ინვესტიციაა, რადგან სურვილის არსებობის შემთხვევაში ჩვენ მომხმარებლებს გაქირავების სერვისსაც ვთავაზობთ, რაც ნიშნავს იმას, რომ აპარტამენტის მფლობელს ეძლევა საშუალება უძრავი ქონება საკუთარი ძალისხმევის გარეშე შემოსავლის წყაროდ აქციოს.


რა არის ის მთავარი ნიშა, რითაც Old City Panorama-მ საერთაშორისო არქიტექტურული ონლაინ გამომცემლობის ყურადღება მიიპყრო?

ახალი პროექტი Old City Panorama ძველ თბილისში ბრიტანული მედიის “e-architecht” ინტერესის ობიექტიც გახდა პროექტის ხარისხისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის გასაკვირი არ ყოფილა. გამოცემაში დაიწერა, რომ Old City Panorama იდეალურად ერგება ქალაქის არქიტექტურულ სტილსა და ლანდშაფტს, რაც ხშირ შემთხვევაში გამორჩეულ და უნაკალურ არქიტექტურულ მიდგომას მოითხოვს. ასევე წერენ, რომ კომპლექსში განთავსებული სპა, აუზი და ფიტნეს ცენტრი ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწევს პოპულარიზაციას.

კომპანიის სამომავლო გეგმები.

ჩვენი მიზანია, განვაგრძოთ პროგრესისკენ სწრაფვა, ხელი შვუწყოთ თბილისის ურბანულ განვითარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ გვსურს მოვიცვათ ძველი თბილისის ტერიტორიები, ჩავანაცვლოთ ავარიული შენობები ახალი საცხოვრებელი კომპლექსებით, რომლებიც ძველი თბილისური არქიტექტურული სტილის ახალთან შერწმის საუკეთესო მაგალითი იქნება. ჩვენ გვინდა, ძველ თბილისს ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ და შევქმნათ მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისი. „აპარტ დეველოპმენტი“ ძველ თბილისში ახალი ცხოვრების სტილს დაამკვიდრებს.

© 2019 შექმნილია Nuevo-ში.