ჩამოტვირთეთ კატალოგი
+995 544 44 44 31
+995 544 44 44 39

კომპანია "აპარტ დეველოპმენტი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა!

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2009 წელს დაფუძნდა, ორგანიზაცია, საქართველოს 70-ზე მეტ გამორჩეული რეპუტაციის მქონე, ძლიერ ბრენდს აერთიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ქმნიან და ავითარებენ ბიზნესს საქართველოში და გარდა ეკონომიკური დოვლათის შექმნისა, ქვეყანაში ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლებას, კორპორატიული მენეჯმენტის დახვეწას უყწობენ ხელს.

თითოეული წევრი კომპანია ასოციაციის თანამფლობელია და მონაწილეობს მის ცხოვრებაში. მათი მეშვეობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აკუმულირებელია ძლიერი ინტელექტუალური რესურსი, ენერგია, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ახმარს.

იმედს ვიტოვებთ, ჩვენი წევრობით, კიდევ უფრო საინტერესო პროცესებს შევუწყობთ ხელს საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში.




© 2019 შექმნილია Nuevo-ში.