სამომხმარებლო შეთანხმება

კონკრეტული სამომხმარებლო გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საიტის ადმინისტრაციისა და ვიზიტორებს შორის ურთიერთპასუხისმგებლობების განსაზღვრას.
1. საიტზე განთავსებული განცხადებების ავთენტურობასთან დაკავშირებით ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.
2. სამომხმარებლო შეთანხმება შესაძლებელია სრულიად შეიცვალოს და ამის შესახებ მხოლოდ შესაბამის კატეგორიაში გადასვლისას შეიტყოთ.
3. საიტთან თანამშრომლიბის სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია შექმნათ ანგარიში, სადაც რეალური ინფორმაცია იქნება მითითებული.
4. დაუშვებელია სხვის ანგარიშში შეღწევის მცდელობა და თუკი ფიქრობთ, რომ ამ პრობლემის წინაშე ხართ, აცნობეთ საიტის ადმინისტრაციას.
5. თითეულ რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება აქვს ატვირთოს განცხადება თუკი ეს უკანასკნელი არ არღვევს საიტის წესებსა და საავტორო უფლებებეს.
განცხადება განთავსდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოთხოვნების ყველა პუნქტი დაცულია. ამავდროულად საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს არ განათავსოს მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი განცხადება თუკი ეს უკანასკნელი არღვევს მოთხოვნებს და ასევე, საიტი არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლებს შეატყობინოს განცხადების გამოუქვეყნებლობის მიზეზი.
საიტის ადმინისტრაციის მიზანია ხარისხიანი განცხადებების შეთავაზება მომხმარებლებისათვის, მაგრამ უხარისხო განცხადებების შემთხვევაში, ვებ-გვერდი პასუხისმგებლობას არ იღებს ამ ყოველივესთან დაკავშირებით.
საიტზე დაუშვებელია შემდეგი შინაარსის შემცველი განცხადებები რომელიც შეიცავს : სიძულვილის ენაა, მუქარას, სარეკლამო ხასიათის ტექსტს, შეურაცხყოფელ განცხადებას, ნარკოტიკული საშუალების რეკლამას და უმცირესობების უფლებების შელახვას, საკუთრების ან საავტორო უფლებების დარღვევას , პორნოგრაფიული ხასიათის მასალას, სახელმწიფო კანონების დარღვევას.
დაუშვებელია პირადი ანგარიშის გაყიდვა. ასევე, ადმინისტრაცია იტოვებს არააქტიური გვერდის გაუქმების უფლებას.
სახელმწიფოს მიერ ახალი ნორმების დაწესების შემთხვევაში, რაც შეეხება საიტის ფუნქციონირებას, ეს უკანასკნელი ვალდებულია განახორციელოს ნებისმიერი ცვლილება ახალ წესდებასთან მოსარგებად.